კანონისმიერი გარანტია
“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებებია:
- თუ საქონელს ნაკლი აღმოაჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ.
შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. - საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს.
საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. - საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას შეფერხება საქონლის.
ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რისთვისაც მან ის შეიძინა. - საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია.
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის. - მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
მიყენებული ზიანის ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. - მომხმარებელს არა აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი, მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში.
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი.
გ) საქონლის ნაკლთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე.
მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოთ მოცემული უფლებებით თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი:
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას (თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან.
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას (თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას (თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან.
*კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე
საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება/უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
- გასულია საგარანტიო ვადა;
- არ არის წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი, სასაქონლო ზედნადები და ა.შ.) და შესაბამისად,
- შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება;
- მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი, IMEI კოდი და შესაბამისად, შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება;
- საქონლის/მოწყობილობის დეფექტი/ზიანი გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად და არ წარმოადგენს თავდაპირველ წუნს;
- მოწყობილობა გამოიყენებოდა არა პირადი მოხმარების მიზნით, არამედ კომერციული მიზნებისათვის;
- დაზიანება/წუნი გამოწვეულია პლომბის ან ლუქის აძრობით;
- წუნი გამოწვეულია, მწარმოებლის/გამყიდველის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესის დარღვევის გამო;
- დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
- დაზიანება გამოწვეულია მოწყობილობის ფუნქციონირების ადგილზე ელ.ქსელის გაუმართაობით ან ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიის ბრალეულობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე);
- წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ გამოყენებისა და შენახვის წესების/პირობების დარღვევით;
- წუნი, რომელიც გამოწვეულია, მოხმარებლის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;
- წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ დარუთული სისტემისა და არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების გამო;
- ტექნიკის წუნზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები შესრულებულია მოვაჭრის ინსტრუქციის დარღვევით, არაუფლებამოსილი სერვისცენტრის სპეციალისტის მიერ, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;
- ტექნიკაზე ჩამქრალია მწარმოებლის მიერ დადგენილი რაოდენობის პიქსელი.
კომერციული გარანტია
იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის მიერ დადგენილი საგარანტიო ვადა 2 წელზე მეტია, 2 წლის გასვლის შემდეგ, ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, არ ვრცელდება კანონისმიერი გარანტია და წარმოადგენს კომერციულ გარანტიას. ნივთი შეკეთდება მხოლოდ მოცემული საგარანტიო ბარათით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, არაუგვიანეს, სერვისცენტრში ნივთის წამოდგენიდან, 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში.
გაითვალისწინეთ, რომ კომერციულ გარანტიაზე ვრცელდება ზემოაღნიშნული „საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება/უქმდება შემდეგ შემთხვევებში“ პუნქტებიც.
კომერციული გარანტიის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა, ნივთი შეიცვლება ახალი, იგივე პროდუქტით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შეთანხმებით, ჩანაცვლდება იდენტური სპეციფიკაციის მქონე სხვა მოდელით ან შეწყდება ხელშეკრულება და მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები და სახარჯი მასალები, შეფუთვა, ყუთი).
შენიშვნა: კომერციული გარანტია მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე
გარანტიით სარგებლობლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ნივთის შეკეთება ხორციელდება ბრენდის სერვისცენტრში.
გარანტიით სარგებლობლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ნივთის შეკეთება ხორციელდება ბრენდის სერვისცენტრში.
და მწარმოებლის საგარანტიო ტალონთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საგარანტიო პირობები მეწარმე/იურიდიული პირებისთვის
ქვემოთ მოცემული საგარანტიო პირობები ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებზე.
ივაგოში შეძენილ ნივთს (გარდა „საგარანტიო პირობები არ ვრცელდება“ პუნქტისა) აქვს გარანტია 1 წლამდე, თუ გამყიდველსა და მყიდველს შორის არ არის შეთანხმებული სხვა პირობები, რომლებიც აისახება საგარანტიო ბარათში.
ტექნიკაზე, რომელიც გამოიყენება პირდაპირი სამეწარმეო საქმიანობისთვის, კერძოდ, მოწყობილობის დატვირთვა სცდება მისი ფიზიკური პირის მიერ გამოყენების ფარგლებს, საგარანტიო ვადა შეადგენს არაუმეტეს 2 (ორი) თვეს.
საგარანტიო მომსახურება მოიცავს ოფიციალური ბრენდის მიერ დადგენილ პირობებს და ითვალისწინებს ნივთის უფასო შეკეთებას, საგარანტიო პერიოდში. საგარანტიო პირობებს ახორციელებს “ივაგოს” მომწოდებელი საწყობი.
გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ ტიპის დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით (არა პროგრამული).
დოკუმენტთან და მწარმოებლის საგარანტიო ტალონთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საგარანტიო ტალონში მითითებული უნდა იყოს:
- ნივთის დასახელება;
- გამყიდველი კომპანიის ბეჭედი;
- მყიდველის ვინაობა;
- შეძენის თარიღი;
- გამყიდველი კომპანიის ბეჭედი;
- პასუხისმგებელი თანამშრომლისა და მყიდველის ხელმოწერები.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტს საგარანტიო მომსახურება არ შეეხება.
ტექნიკური წუნის დადასტურების შემთხვევაში, სერვისი ვალდებულია, შეაკეთოს, ან თუ შეკეთება შეუძლებელია, შეცვალოს ნივთი ახლით, 30 სამუშაო დღის განმავლობაში.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია.
საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:
- ოპერაციული სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე;
- ტექნიკაზე, რომელიც ფიზიკურად არის დაზიანებული, მაგალითად, გაკაწრული, გაბზარული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი. ასევე, სითხით გამოწვეულ დაზიანებებზე, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ მოდელის სპეციფიკაციაში მითითებულია დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქციის არსებობა;
- თუ პროდუქციის ქარხნული სერიული ნომერი შეცვლილია, წაშლილია ან დაზიანებულია. დარღვეულია პროდუქციის ექსპლუატაციის წესები (ექსპლუატაციის წესები იხილეთ პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის ვებგვერდზე);
- თუ დარღვეულია პროდუქციის გამოყენების წესები, “ივაგოს” კომპანია არ არის ვალდებული ნივთს ჩაუტაროს დიაგნოსტიკა;
- ეკრანის განსაზღვრული რაოდენობის მკვდარ წერტილებზე;
- ტექნიკაზე, რომელიც არასტანდარტული ქსელის ძაბვის ზემოქმედების შედეგად არის დაზიანებული;
- ტექნიკაზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები არ არის შესრულებული, უფლებამოსილი სერვისცენტრის სპეციალისტის მიერ;
- არაკვალიფიციური ან დაუდევრად გამოყენებული ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში;
თანხის დაბრუნების წესი
თანხის დაბრუნება განიხილება მხოლოდ, როგორც ბოლო რიგის მოთხოვნა.